პროექტის სახელი: '' საქართველოს კუთხეები''
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ საინტერესო ინფორმაციას საქართველოს სხვადასხა კუთხეების შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები სხვადასხვა წყაროების გამოყენებით მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხავა კუთხეების შესახებ. გადმოსცემენ მათ ისტორიულ წარსულსა და ადათ-წესებს, ჩვეულებებს, გადმოსცემენ საინტერესო და განსაკუთრებით გამორჩეულ ტრადიციის თავისებურებებს, ისაუბრებენ ამ კუთხის სამზარეულოზე,რომელიმე დღესასწაულის აღნიშვნის თავისებურებებზე. წარმოადგენენ ამ კუთხის ისტორიულ ადგილებსა და ისტორიულ ძეგლებს.ისაუბრებენ ამ კუთხის ფოლკლორზე და შეასრულებენ მათთვის სასურველ სიმღერას ან ცეკვას. გარდა ინტერნეტით და სხვადასხვა მასმედიის საშუალებებით მოძიებული ინფორმაციისა
მათთვის უფრო საინტერესოა ბებია-ბაბუების მიერ მონათხრობი და გადმოცემული საინტერესო ამბავი მათი კუთხის შესახებ, ამიტომ მოსწავლეები შეძლებისდაგვარად აიღებენ ინტერვიუს მათთვის სასურველ თემაზე. შექმნიან ელექტრონულ ვერსიას მოძიებული ინფორმაციისა და მათი მუშაობის ამსახველ ფოტოებზე.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები: პლაკატები, ფილმის ჩვენება, მოწვევა იმ კუთხის გამოჩენილი პიროვნების და ქორეოგრაფის, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები უფრო მეტ და საინტერესო ახალ ინფორმაციას გაიგებენ საკუთარი ქვეყნის კუთხეების შესახებ, შექმნიან მოძიებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას, გამოიმუშავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, გაიღრმავებენ უცხოურ ენაზე ლექსიკურ მარაგს, წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
სარგებელი სხვებისათვის: შეიქმნება ელექტრონული ვერსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რაც უფრო საინტერესო და ადვილი აღსაქმელია სხვებისთვის.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან , ეროვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებს ინგლისურ ენაში, გეოგრაფიაში, ისტორიასა და მუსიკაში.
პროექტის ფასილიტატორი: ქ. რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ლელა არბოლიშვილი.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: lelaarbolishvili2@gmail.com
Wednesday, December 2, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)